თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 182

2007 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების შესახებ

1. თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების უზრუნველყოფისა და ეროვ­ნუ­ლი წარმოების სტიმულირების მიზნით „ სახელმწიფო ბიუ­ჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთ­ვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახუ­რების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შე­საბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ “ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის № 293 ბრძანებულების მე-8 მუხლის საფუძველზე მიეცეს უფლება საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს (ა. ალექსიშვილი) სა­ქარ­თველოს მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შე­არჩიოს პროგრამები კონკურსის გამოუცხადებლად და გაა­ფორ­მოს ხელშეკრულებები თურქმენეთის ვალის პროდუქციით და მომსახურებით დაფარვის მონაწილე საქართველოს ეკო­ნომიკურ აგენტებთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინასწარ ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ შემდეგი პირობების აუცი­ლებელი დაცვით:

ა) ეკონომიკურ აგენტებს უნდა ჰქონდეთ გაფორმებული სათანადო კონტრაქტები თურქმენეთის მხარესთან;

ბ) უნდა განისაზღვროს ეკონომიკური აგენტების მიერ თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის დაფარვის გრაფიკი;

გ) უნდა განისაზღვროს ეკონომიკური აგენტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხის დაბრუნების უზ­რუნ­ველყოფის საშუალებები;

დ) ეკონომიკური აგენტებისათვის გამოყოფილი წინას­წა­რი დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეკონომი­კური აგენტების მიერ თურქმენეთის მხარესთან გაფორმებული კონტრაქტებით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებუ­ლების საერთო ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასა­ნაზ­ღაურებელი დისკონტირებული თანხის 25 პროცენტს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პროგრამის და­სრულებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე შე­რჩეული პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის № 293 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია