„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №176

2007 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. ნამახვანის ჰესების კასკადის, ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, აგრეთვე შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს:

ა) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 8 125 000 (რვა მილიონ ას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 437 500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;

გ) შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასებისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია