საქართველოს მთავრობის
განკარგულება №173
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ხათუნა ჭანტურიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე
ლადო ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი