საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 157
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) საწესდებო კაპიტალში საქართველოს წილის გადასახდელად გამოეყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი