|
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ.
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ. |
| მუხლი 1 |
1.სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ – დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2. 3. დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმები“ – დანართი №3. 4. დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები – დანართი №4 და დანართი №5. 5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. 6. დამტკიცდეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესი – დანართი №6.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება № 1207 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.
საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის ბრძანება № 62 - ვებგვერდი, 27.01.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება და ოჯახის ცნება
1. ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. 2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. 3. ეკომიგრანტი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არსებობა (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება №1680, ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ. მუხლი 2. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1703, ვებგვერდი, 15.09.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება №1680, ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ. მუხლი 3. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები 1. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება. 3. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: 4. ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადსა და მუნიციპალიტეტის მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია/მონაცემები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 5. გამონაკლის შემთხვევაში, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია საცხოვრებელი სახლით მიღების თაობაზე ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1703, ვებგვერდი, 15.09.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. მუხლი 4. სააგენტოს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა 1. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 6 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას. 3. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას. 4. (ამოღებულია - 16.03.2026, №8/ნ). 5. (ამოღებულია - 16.03.2026, №8/ნ). 6. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. 7. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა განხორციელდეს დაზარალებულის და სააგენტოს მიერ თანადაფინანსებით. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცხადის დაკმაყოფილებისა და საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე, ასევე განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 9. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი რეგისტრირდება ეკომიგრანტი ოჯახის წევრთა თანასაკუთრებად. 10. ამ მუხლის მიზნებისათვის სააგენტო, უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №01-71/ნ - ვებგვერდი, 22.07.2022წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 16 მარტის ბრძანება №8/ნ - ვებგვერდი, 16.03.2026წ. მუხლი 41. დროებითი განსახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ. მუხლი 5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტირებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგისა და საკუთრებაში გადაცემის პროცედურა 1. დეპარტამენტი ახორციელებს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებებით სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებებით შეძენილი საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს, მასში რეალურად მცხოვრები ოჯახების და საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის დადგენის მიზნით. 2. კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად უნდა გადაეცეს საცხოვრებელი სახლები. მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადაცემული საცხოვრებელი სახლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთავისუფლების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. მუხლი 51. 51. ამ პროცედურით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ. მუხლი 6. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ. |