1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №11, 1997 წ., გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის რეაბილიტაციის, მისი შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლების მომზადების, „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კრედიტიდან (და შემდგომში სხვა დონორი სააგენტოების მიერ გამოყოფილი თანხებიდან) მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, საქართველოს სახელმწიფო და შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების მართვის მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად:“.
|