საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1448
2013 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“ - სათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“ - სათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2014 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, რომ შპს „სამშენებლო კომპანია - მშენებელი 2011“-ს უსასყიდლო სარგებლობაში, აუქციონის გარეშე 4 (ოთხი) წლის ვადით გადასცეს № 1 და № 2 დანართებში ჩამოთვლილი ქონება.“.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი