შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1440
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016105
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1440 

2013  წლის  9  ოქტომბერი 

ქ. თბილისი

შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენებისმართვის კომპანიის“ მიერსახელმწიფო შესყიდვის გამარტ ივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანიამ):

ა) 2013 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ქ. გორის, ქ.ახალციხის, ქ.ამბროლაურის, ქ.ზუგდიდის, ქ.თელავის, ქ.მცხეთის, ქ.ოზურგეთისა და ქ. ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების კეთილმოწყობის მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვლისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;

გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2013 წელს შესასრულებელი მყარი მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების გადაუდებელი კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს კომპანიის მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული და მოწონებული საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი    ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია