„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.143.016204
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

               ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №69

2013 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში (სსმ, 8, 09/08/2010; 010250040.35.143.000118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან“;

ბ) დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია