საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
802
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-15
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016884
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №802

2013 წლის 11 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია