საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №382
2002 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
გ. შენგელიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გია შენგელიას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დ. ძოწენიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 აპრილის №141 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე