ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41/2013
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2013-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-11
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016108
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2013

2013 წლის 11 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ბევრ ქუჩას შეეცვალა სახელწოდება ან ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საცხოვრებელი ფართი, რომლებსაც მიენიჭა შესაბამისი მისამართი, ხოლო საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ვადა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასრულდა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (7 სექტემბერი), რაც შეუძლებელს ხდის საარჩევნო უბნების საზღვრებში აისახოს, აღნიშნული ვადის შემდეგ შექმნილი, ახალი მისამართები, რითაც ამ მისამართებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს ეზღუდება ხმის მიცემის უფლება,

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2013 წლის 14 ოქტომბრისა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია