საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1473-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-16
სარეგისტრაციო კოდი
090000000.05.001.017185
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 206-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1473-Iს

კრებსითი — სრული ვერსია