|
მუხლი 1. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში“. 2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“−„ლ“ ქვეპუნქტები: „ი) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; კ) იღებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ლ) ამტკიცებს ეროვნული რეაგირების გეგმას და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.“. 4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ეროვნული რეაგირების გეგმა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1465-Iს |