საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №322
1996 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
გ. გაბაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური გამოყენებითი ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და მოვლა-დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს დამსახურებული მხატვარი გურამ გაბაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე