|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, №54, 25/05/2004, 010.240.030.10.003.000.037) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამინისტროს საშვთა ბიუროსა და სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|