„იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების (ვებგვერდი, 19/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016057) პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირადობის მოწმობა (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა ან პირადობის მოწმობა; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა)“.
|