„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში (ბრძანება №101-სსმIII, №130, 11.10.2010წ., მუხ.1886, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.320.040.22.029.013.173) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულების” 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში წარადგენს დახასიათებას (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.“.
|