„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5668
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-29
სარეგისტრაციო კოდი
110.050.140.05.001.003.116
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 5 450 ლარი;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 4 900 ლარი;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 600 ლარი;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 4 200 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4 000 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 100 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 2 700 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 2 300 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 2 300 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 2 200 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 2 100 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.“.

2. 11მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5668–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია