„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5667
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-29
სარეგისტრაციო კოდი
110.030.110.05.001.003.115
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 292) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1.

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 450 ლარი;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 4 600 ლარი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 4 200 ლარი.“.

მუხლი  2

ეს კანონი  ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

                                                                                                        ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5667–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია