საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 90) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს 2 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 28 დეკემბერი.
№5666–რს