„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
785
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
480610000.08.002.016881
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №785

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2007 წ., № 53, მუხ. 576) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მიხეილ დარჩიაშვილი) კომისიის თანათავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (ნიკა სიხარულიძე), კომისიის თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია