„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5664
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.170.020.05.001.000.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ შესყიდვებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5664–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია