„გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონისა და დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №3/225–№1-1/616 ერთობლივი ბრძანების ნაწილის გაუქმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1436
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016098
„გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონისა და დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №3/225–№1-1/616 ერთობლივი ბრძანების ნაწილის გაუქმების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1436

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონისა და დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №3/225–№1-1/616 ერთობლივი ბრძანების ნაწილის გაუქმების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

გაუქმდეს „გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონისა და დაბა საყდრისში, სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №3/225–№1-1/616 ერთობლივი ბრძანების მე-2 პუნქტი (დაბა საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არეოლოგიური ზონა) და მისი დანართი  2.

პრემიერ - მინისტრი  ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია