საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
1401-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016021
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირისა, ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. თუ პარლამენტის წევრი არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით დადგენილი გასამრჯელო.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 ოქტომბერი 2013 წ.

N1401-Iს

კრებსითი — სრული ვერსია