„ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1388 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1428
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016091
„ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1388 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1428

2013 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის № 1388 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1388 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქარელის მუნიციპალიტეტს, სოფელ ზემო ხვედურეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის – 464 999 (ოთხას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.“.

 პრემიერ-მინისტრი                     ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია