საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1425
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016088
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1425

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ შექმნილი ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია