„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1392-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-09
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.017176
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1392-რს

კრებსითი — სრული ვერსია