„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
153/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016673
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №153/ნ

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, №93, 30/07/2010) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) საგრანტო კონკურსების პირობებთან საგრანტო განაცხადების შესაბამისობის დადგენისათვის, საჭირო ტექნიკური ექსპერტიზის განსახორციელებლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია შედიოდეს მოწვეული სპეციალისტი/სპეციალისტები.“

ბ) მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი ან მისი დავალებით  ერთ-ერთი მოადგილე, სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების წარმომადგენლები;“.

ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია