,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,210” პუნქტი:
,,210. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად ჩაუტარდათ კიდურ(ებ)ის ნებისმიერი დონის ამპუტაცია ან მიენიჭათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 200 ლარის ოდენობით.’’.
|