„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017422
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2013 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 01/04/2013,  040030000.10.003.017228) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში – დაწესებულება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.“.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულების  მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული   უმაღლესი განათლების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია