|
მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 25 სექტემბერი 2013 წ. N1331-რს |