|
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
201
4
წლის
29
იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ” საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტის , „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ ქ ” ქვეპუნქტის შესაბამისად ,
ვბრძანებ :
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი ( შემდგომ - დეპარტამენტი ) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი .
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ( შემდგომ - მინისტრი ) სამართლებრივი აქტებით , გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით .
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე . 4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
201
4
წლის
29
იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ( შემდგომში - სამინისტრო ) მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება . მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება . დასახული ამოცანების შესრულებისათვის გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი ; ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან;
გ ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის პრიორიტეტების საფუძველზე , საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება , ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და გენერალური შტაბის უფროსისათვის წარდგენა ; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ე) სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი მონიტორინგი;
ვ ) კომპეტენციის ფარგლებში , სახელმძღვანელო დოკუმენტების , მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება , გენერალური შტაბის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) სამედიცინო ქონების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების გათვლა; კ) სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების შემუშავება ან/და განხილვა; ლ) დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი; მ) სამხედრო-სამედიცინო განათლების, სამხედრო მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ასევე სამხედრო-სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო რეზერვის მომზადებისა და საჭიროებისამებრ გადანაწილების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ო) სამხედრო ნაწილებში ავადობის სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;
ო
1
) (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43); ო 2 ) (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43);
ო
3
) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის , გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება ; პ ) მოქმედი კანონმდებლობით , მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება ; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 15.07.2016 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით , გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .
2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს . 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი (ფუნქციონალური) მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; დ ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე , გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ( სტრუქტურული ქვედანაყოფების ) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის , გათავისუფლების , გადაადგილების , წახალისების ან / და მათ მიმართ დისციპლინალური ზომების გამოყენების შესახებ ; ე) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე , რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგ- ერთეულები): ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველო; გ) სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო;
ე ) რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო ;
ვ )
(ამოღებულია - 14.07.16 წ. №43). 2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის წარმართვა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის საკადრო საკითხების აღრიცხვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის პირთა/დანაყოფთა ინფორმაციული უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის დროულად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების შესახებ მოხსენებების მომზადება; დ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების სამართლებლივი უზრუნველყოფა;
ე ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის , გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება . 3. სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზება და მისი შესრულების კონტროლი; ბ) სტანდარტული სამედიცინო პროცედურების შემუშავება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი დანერგვის უზრუნველყოფა; გ) დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამედიცინო პირადი შემადგენლობის წვრთნებისა და განათლების პროგრამების დაგეგმვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ე) სამედიცინო ქვედანაყოფებში პაციენტთა გამოკვლევის, მკურნალობისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების კონტროლი; ვ) ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის ავადობისა და ტრავმატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება; ზ) ქვედანაყოფების სამედიცინო სამსახურების ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მუშაობის შეფასება, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა. 4. სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო:
ა ) გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მედიკამენტებით , ხარჯვადი სამედიცინო ქონებით , ინვენტარითა და სამედიცინო ტექნიკით მომარაგების კოორდინაცია ; ბ) ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო ქონების საჭიროების განსაზღვრა და დაგეგმვა; გ) სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; დ) ქვედანაყოფებში სამედიცინო ქონების აღრიცხვის კონტროლი, სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება. 5. (ამოღებულია) 51. რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო :
ა ) ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში დაშავებულების სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგი ;
ბ ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო , ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გამოყენება ;
გ ) ჩატარებული სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგის განხორციელება . 52. (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43). 6. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 7. ერთეულის უფროსი: ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) ხელს აწერს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 8. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთეულს (სამმართველო) შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამისი ერთეულის (სამმართველოს) უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 15.07.2016 წ.
|