|
პლანშეტი 6 (სიმბოლიკა)
შსს სსიპ - „112“-ის ემბლემა არის ვერცხლის არშიაშემოვლებულ ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული მარჯვნივ მიმართული ვერცხლის ლომი; ფარზე გამოსახულია ვერცხლის სადევიზო ბაფთა წარწერით - „112“.
შსს სსიპ - „112“-ის სტილიზებული ემბლემა არის ვერცხლის არშიაშემოვლებულ ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული მარჯვნივ მიმართული ვერცხლის ლომი. ფარი შემკობილია ვერცხლის ვაზის წნულის ორნამენტით და ვერცხლის სადევიზო ბაფთით, რომელზეც გამოსახულია თეთრი წარწერა „112“.
შსს სსიპ - „112“-ის ლოგო - კვადრატულ წიბომომრგვალებულ წითელ ველზე გამოსახულია თეთრი ფერის წარწერა ციფრებით „112“. ციფრების ქვევით განლაგებულია თეთრ წრეებში ჩასმული „112“-ის მომიჯნავე სამსახურების აღმნიშვნელი, თეთრი სიმბოლური გამოსახულებები. სიმბოლური გამოსახულებების გასწვრივ, ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია თეთრი ფერის ყურმილის აღმნიშვნელი ნიშანი.
შსს სსიპ - „112“-ის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს პროპორციით 2/3, თეთრ ველზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომლის სიმაღლე დროშის სიმაღლის ¼-ია. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ორგანიზაციის ემბლემა.
|