„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
219
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
190010000.22.030.016089
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №219

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 მაისის N100 ბრძანებით (სსმ, 59, 14.05.2009) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ბეჭდვის (შევსების) პროცესში დაშვებული შეცდომის მქონე, დაზიანებული და ნორმატიული აქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადებული ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერის აქტით (დანართი N1) და ყოველი წლის ბოლოს უნდა გადაეგზავნოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.”.

10. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია