„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
221
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016090
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №221

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანების (ვებგვერდი, 15/07/2013) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მიმართავს მინისტრს თხოვნით მისი და დაწესეულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ი) გამოსცემს ბრძანებებს მისი და დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა მივლინების თაობაზე საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, ამტკიცებს   საკონსულო დაწესებულების შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;“.    

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია