შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1407
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016070
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1407

  2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ ‑ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტ­კი­ცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნის­ტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სა­ხე­ლ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფრო­სის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 13/441 ბრძანებით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების №1000 226 ლიცენზიაში შე­იტანოს ცვლილება და სალიცენზიო ფართობზე არსებულ საბადოებზე (№13/441 ბრძანების პირველი მუხლის „ა-ვ“ ქვეპუნქტები) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადად გან­საზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 48 (ორმოცდარვა) თვე.

პრემიერ - მინისტრი                                                                ბიძინა ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია