საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1387
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის № 671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის № 671 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხების შესწავლა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა 2013 წლის 30 ნოემბრამდე.“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი