„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3132
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-22
სარეგისტრაციო კოდი
470.080.000.05.001.001.411
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1 . “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით.”.

2. კანონის დანართის I და II სიებში სიტყვები

“_ ყაყჩოს ნამჯა

დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა თესლებისა”

შეიცვალოს სიტყვებით:

“_ ყაყაჩოს ნამჯა

დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი”.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 3 დეკემბერი.

№3132–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია