|
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
მინისტრის აპარატის უფროსი |
„მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა; დ)კონტროლისა და ანალიზის ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება; ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ვ) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ზ) გამორჩეული ანალიტიკური უნარები; თ) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ძალიან კარგი ცოდნა; კ) რთულ პირობებში მუშაობისა და შეზღუდულ დროში შედეგების მიღების უნარი; ლ) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები; მ) ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; ნ) დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის გამოცდილება.
|
მუხლი 2.
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი |
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით;
|
მუხლი 3.
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი |
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით; ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ცოდნა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №18 - ვებგვერდი,24.05.2016წ. |
მუხლი 4.
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე |
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; |
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; |
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა; |
ე)
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; |
ვ)
სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. |
მუხლი 5.
მინისტრის მოადგილის თანაშემწე |
მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; |
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; |
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა; |
ე)
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; |
ვ)
სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. |