„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
786
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-15
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.016222
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №786

2013 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში (სსმ, 19.12.2005 წ., N146, მუხ.1635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ვიდეო-აუდიოჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;“.

2. მე–20 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საერთაშორისო რეისით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვისას საერთაშორისო შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია