„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5630
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-27
სარეგისტრაციო კოდი
360.060.000.05.001.003.095
„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს კანონი

„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 4. მტირალას ეროვნული პარკის მართვა

მტირალას ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2008 წლის 1 თებერვლამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5630_IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია