„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1278-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-08
სარეგისტრაციო კოდი
300250000.05.001.017135
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) გეოდეზიური პუნქტები − დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავს კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში;“.

   2. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. გეოდეზიური პუნქტების დაცვა ხორციელდება „სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.

  მუხლი 2. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1278-Iს

კრებსითი — სრული ვერსია