"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს პუნქტი 9 შემდეგი რედაქციით:
„9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილი იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა“.
|