1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალებული პირის სხვა მონაცემები და შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.“.
|