საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5628
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-27
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.003.093
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) შვილად აყვანის საქმეებს.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191. შვილად აყვანის საქმის განსჯადობა

ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.“.

3. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5628–IIს

კრებსითი — სრული ვერსია