|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4341 მუხლი: „მუხლი 4341. ამ კოდექსიდან გამომდინარე მისაღები ნორმატიული აქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
|
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1156-Iს |