„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
92/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-02
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016108
„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №92/04

2013 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) აუდიტორი – პირი, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში და ფლობს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემულ აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს ან საერთაშორისოდ აღიარებულ ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის/ორგანიზაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს, როგორიცაა სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკული ინსტიტუტისა (AICPA) და დიპლომირებულ და სერტიფიცირებულ ბუღალტერთა  ასოციაციის (ACCA) საკვალიფიკაციო სერტიფიკატი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია