|
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების შემთხვევაში მისი ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება. 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1277-Iს |