„საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1264-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-01
სარეგისტრაციო კოდი
020060040.04.001.016087
„საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

    ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს.“.

    2. მე-3−მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

  საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.

 

    მუხლი 4

   საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

    მუხლი 5

  საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

                  

   მუხლი 6

  წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 

 

    მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1264-Iს

კრებსითი — სრული ვერსია